საქართველოს დროის ხაზი 2012

01/01/2012
Saqartvelos_drois_khazi_2012

ჯამპსტარტ ჯორჯიამ საქართველოს 2012 წლის მოვლენების 'დროის ხაზი' შექმნა. საიტის 'გაგზავნის' ფუნქციის გამოყენებით ყველას შეუძლია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გამოგვიგზავნოს.სარედაქციო განხილვის შემდეგ, ჯამპსტარტ ჯორჯია შესაფერის მოვლენას საიტზე გამოაქვეყნებს.

ავღანეთში კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა

01/06/2012
Avghanetshi_kaprali_shalva_failodze_daighupa

შალვა ფაილოძე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის სამშვიდობო მისიის შესრულებისას თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ავღანეთში სამი ქართველი დაიღუპა

02/22/2012
Avghanetshi_sami_qartveli_daighupa

კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

საქართველო-რუსეთი 46:0

03/17/2012
Saqartveloruseti_460

ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუსეთს 46:0 სძლიეს. რუსეთ-საქართველოს რაგბის ნაკრებებს შორის გამართული 16 შეხვედრიდან 14 ქართველების გამარჯვებით დასრულდა, ერთი წაგებით, ერთიც - ფრედ. 17 მარტის შეხვედრა ევროპის ეროვნული თასის ტურნირის ფარგლებში შედგა.

'ქართული ოცნება' დაფუძნდა

04/21/2012
Qartuli_ocneba_dafudznda

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო' ოფიციალურად დააარსა. ვინაიდან ივანიშვილს ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, პარტიამ დროებით თავმჯდომარედ იურისტი მანანა კობახიძე აირჩია. კობახიძე მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის 'კონსტიტუციის 42-ე მუხლის' თავმჯდომარე იყო.

ავღანეთში ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა

04/25/2012
Avghanetshi_valerian_khujadze_daighupa

1976 წელს დაბადებული სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, სადაც პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. ის მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ვალერიან ხუჯაძემ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მედალი მიიღო.

წყალდიდობის მსხვერპლი

05/13/2012
Tsqkhaldidobis_mskhverpli

თბი­ლის­ში ძლი­ერ წყალ­დი­დო­ბას ხუ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცოც­ხლე ემ­სხვერ­პლა. დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მერიის შეფასებით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

მსვლელობის მონაწილეები დაარბიეს

05/17/2012
Msvlelobis_monatsileebi_daarbies

თბილისში ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი აქ­ციის მონაწილეებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი დაუპირისპირდა. პოლიციამ შეტაკების რამდენიმე მონაწილე დააკავა.

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონი ზესტაფონი გახდა

05/21/2012
Saqartvelos_fekhburtis_chempioni_zesthafoni_gakhda

ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება 4-საათანი განხილვის შედეგად მიიღო.მართალია, ჩემპიონატის განმავლობაში ორივე გუნდმა - მე­ტა­ლურ­გმა და ზეს­ტა­ფონ­მა 55-55 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა, თუმცა, ზეს­ტა­ფონს მთლი­ა­ნად ჩემ­პი­ო­ნატ­ში უფრო მეტი მოგება ჰქონდა და ჩემპიონობაც მას დარჩა.

პარლამენტის ახალი შენობა

05/26/2012
Parlamenthis_akhali_shenoba

საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავიდა. ახალი შენობა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაჯდა, ოფიციალურად დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა.

კახეთის სტიქია

07/19/2012
Kakhetis_sthiqia

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საქართველოს რეგიონები დააზარალა. სტიქია განსაკუთრებით კახეთის რეგიონს შეეხო. შეფასებული ზარალი 150 მილიონ ლარზე მეტია.

გივი ფანცულაია გარდაიცვალა

07/27/2012
Givi_fanculaia_gardaicvala

ავღანეთში საბრძოლო დავალების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ქართველი ჯარისკაცი გივი ფანცულაია. კაპრალი ჰელმანდის პროვინციაში 6 იანვარს ნაღმზე აფეთქებისას დაიჭრა და მას შემდეგ ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლონდონის ოლიმპიადა

07/27/2012 08/12/2012

ოქროს მედალი ოლიმპიადაზე

07/29/2012
Oqros_medali_olimpiadaze

ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალი

08/06/2012
Verckhlis_medali

რევაზ ლაშხმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (60 კგ წონით კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი

08/07/2012
Brinjaos_medali

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 66 კგ წონით კატეგორიაში მანუჩარ ცხადაიამ ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ვერის უბნის მელოდიები დაიდგა

08/11/2012

ბათუმის ოპერის სახლში გიორგი შენგელიას მიუზიკლი დაიდგა. მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ფრანგი ქორეოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი რედა ბენტიფორია, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი - არგენტინელი დიზაინერი სანტიაგო ფერნანდესი.

ვერცხლის მედალი

08/11/2012
Verckhlis_medali

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობის 55 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლი მოიპოვა.

ვერცხლის მედალი ოლიმპიადაზე

08/11/2012
Verckhlis_medali_olimpiadaze

თავისუფალი სტილით 120 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა ქართველებს მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ოლიმპიადის ბრინჯაო

08/11/2012
Olimpiadis_brinjao

მოჭიდავე დათო მარსაგიშვილმა 84 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალი

08/12/2012
Verckhlis_medali

გიორგი გოგშელიძემ თავისუფალი სტილით ჭიდაობის 66 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იმავე წარმატებას მიაღწია მან 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც.

7 მედალი ოლიმპიადაზე

08/12/2012 20:00
7_medali_olimpiadaze

2012 წლის ოლიმპიადის დასასრულს ქართველებს ჯამში 7 მედალი აქვთ მოპოვებული: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

რაბათის ციხე გაიხსნა

08/16/2012
Rabatis_cikhe_gaikhsna

განახლებული რაბათის ციხე ცნობილი ფრანგი მომღერლის, შარლ აზნაურის კონცერტით გაიხსნა. ახალციხის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავიც. რაბათის ციხის რესტავრაცია 2011 წელს დაიწყო. 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულ ციხის კომპლექსში მოქცეულია მეჩეთი, სინაგოგა, მინარეთები, ქრისტიანული ეკლესია, ჯაყელის სასახლე, მუზეუმი და ციხესიმაგრე.

ლაფანყურის სპეცოპერაცია

08/28/2012
Lafanqkhuris_specoperacia

სამი ქართველი ძალოვანი დაიღუპა „დივერსანტთა“ შეიარაღებულ ჯგუფთან შეტაკების დროს კახეთის რეგიონში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს მიმდინარე ოპერაციის დროს. შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებულ იქნა.
ლაფანყურის სპეცოპერაციამ ბევრი კითხვა გააჩინა.

ქართული ფილმი ვენეციაში

08/30/2012 09/08/2012

'ვენეციის დღეებზე' რეჟისორ რუსუდან ჭყონიას ფილმი 'გაიღიმე' აჩვენეს. ნამუშევარი იმ 12 ფილმს შორის მოხვდა, რომელთა ჩვენებაც ფესტივალის პარალელურად გაიმართა.

ქართველი კალათბურთელები ევროჩემპიონატზე

09/11/2012 19:00
Qartveli_kalatburtelebi_evrochempionathze

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო შეხვედრაში ჰოლანდიასთან 97-89 ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

პიკეს 'ტვიტი'

09/11/2012 01:33

ესპანელმა ფეხბურთელმა ქართული ნაკრების თავდადებული ბრძოლის შესახებ ესპანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ 'დატვიტა'. დაძაბულ შეხვედრაში ესპანელებმა 86-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

განახლებული ბაგრატი

09/16/2012
Ganakhlebuli_bagrathi

რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი მორწმუნეებისთვის გაიხსნა. იქ წირვა-ლოცვა კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 3 წელიწადს მიმდინარეობდა. რესტავრაციის შედეგად ძეგლის იერსახის ცვლილების გამო, იუნესკო ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საკითხს განიხილავს.

ციხის სკანდალი

09/18/2012 09/28/2012

18 სექტემბერს ქართული ტელეარხების საშუალებით გავრცელდა გლდანის ციხეში პატიმართა წამების კადრები. მოსახლეობა გასაპროტესტებლად თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და გორში შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. 18 სექტემბერს, გვიან საღამოს, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭაკუა.

პროტესტის ტალღა

09/18/2012 20:00 09/28/2012
Prothesthis_thalgha

ციხის კადრების გავრცელებისთანავე მოსახლეობამ შეკრება და უსამართლობის გაპროტესტება დაიწყო. აქციათა სერიამ თვის ბოლომდე გასტანა.

ხათუნა კალმახელიძე გადადგა

09/19/2012
Khatuna_kalmakhelidze_gadadga

აქციის მონაწილეების მოთხოვნით, თანამდებობა დატოვა სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.

ბაჩო ახალია გადადგა

09/20/2012
Bacho_akhalia_gadadga

აქციის მონაწილეების მოთხოვნით, თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაიაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი იყო.

ომბუდსმენი მინისტრად

09/20/2012
Ombudsmeni_ministhrad

პრეზიდენტმა საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა.

'სისტემა უნდა დაინგრეს'

09/21/2012

რამდენიმე მუსიკოსმა ჩაწერა მუსიკალური კლიპი 'სისტემა უნდა დაინგრეს'. მოგვიანებით სიმღერის სათაურმა ჩაანაცვლა აქციის ლოზუნგი 'არ აწამო'.

პატრიარქმა სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

09/21/2012
Pathriarqma_sthudenthebs_simshvidisken_moutsoda

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ერს სიმშვიდისკენ მოუწოდა. პატრიარქის მოწოდებას სტუდენტთა ერთი ჯგუფი მწვავე კრიტიკით შეხვდა, რამაც სტუდენტთა მეორე ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ

09/25/2012 15:00
Sthudenthebi_prothesths_ganagrdzoben

აქციის მონაწილეები ციხეებში წამების ფაქტებს აპროტესტებენ და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

12 ადამიანი დაკავებულია

09/27/2012
12_adamiani_dakavebulia

პროკურატურის განცხადებით, ციხეებში პატიმართა წამებისათვის 12 ადამიანი დააკავეს.

დამოუკიდებელი სტუდენტური პროტესტი

09/28/2012
Damoukidebeli_sthudenthuri_prothesthi

სტუდენტური გაერთიანება 'ლაბორატორია 1918', მოგვიანებით კი სტუდენტთა სხვა ჯგუფები არ შეუერთდნენ 'ქართული ოცნების' აქციას, რის შემდეგაც თავისუფალ სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები შეწყდა.

საპარლამენტო არჩევნები 2012

10/01/2012

არჩევნების დღე

10/01/2012 08:00 10/01/2012 20:00
Archevnebis_dghe

დღის ბოლოსათვის ამომრჩეველთა აქტივობა 61%-ს შეადგენდა, რაც 2008 წლის არჩევნებთან შედარებით, 8%-ით მეტი იყო.

ეგზიტპოლების შედეგები

10/01/2012 20:00
Egzithpolebis_shedegebi

კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაიწყო ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება. შედეგების მიხედვით, არჩევნებში 'ქართული ოცნება' ლიდერობდა.

'ქართული ოცნება' ზეიმობს

10/01/2012 23:59
Qartuli_ocneba_zeimobs

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ 'ქართული ოცნების' მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედანზე დაიწყეს შეკრება.

ცესკოს პირველადი შედეგები

10/02/2012 14:00
Ceskos_pirveladi_shedegebi

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ივანიშვილის კოალიცია 55%-ით ლიდერობდა, ნაცნიონალურ მოძრაობას კი ხმათა 40% ჰქონდა მოპოვებული.

სააკაშვილის განცხადება

10/02/2012 20:00
Saakashvilis_ganckhadeba

არჩევნებიდან მეორე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ იგი, თავის პარტიასთან ერთად, ოპოზიციაში ინაცვლებდა.

ცესკოს საბოლოო შედეგები

10/04/2012
Ceskos_saboloo_shedegebi

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. 'ქართულმა ოცნებამ' პარლამენტში 85 ადგილი, ნაციონალურმა მოძრაობამ კი - 65 მანდატი მოიპოვა.

ახალი მთავრობა

10/08/2012
Akhali_mtavroba

ივანიშვილმა ახალი მთავრობა წარადგინა. მან თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანია დაასახელა, შინაგან საქმეთა მინისტრად - ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად - მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრად - თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრად - გურამ ოდიშარია, კახა კალაძე კი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად. თუმცა მოგვიანებით კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. ივანიშვილმა საკუთარი კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

სააკაშვილი ივანიშვილს შეხვდა

10/09/2012
Saakashvili_ivanishvils_shekhvda

შეხვედრისას პრეზიდენტსა და კოალიციის ლიდერს თან ის პირები ახლდნენ, რომლებიც მთავრობის მშვიდობიანი გადაბარებისათვის წარმოებულ მოლაპარაკებებში არიან ჩართული.

გაფიცვათა სერია

10/10/2012 10/24/2012
Gaficvata_seria

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშებმა გაფიცვები დაიწყეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პირველად გაფიცვა ფოთის პორტის თანამშრომლებმა გამოაცხადეს, მოგვიანებით ჭიათურის მაღაროს მუშებმა. რამდენიმე დღის შემდეგ გაიფიცნენ თბილისის დეპოსა და ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებიც.

ავღანეთში მინდია აბაშიძე დაიღუპა

10/11/2012
Avghanetshi_mindia_abashidze_daighupa

ჰელმანდის პროვინციაში კიდევ ერთი ქართველი, კაპრალი მინდია აბაშიძე დაიღუპა. იგი შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც.

ივანიშვილი მოქალაქეობას იბრუნებს

10/16/2012
Ivanishvili_moqalaqeobas_ibrunebs

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა მას შემ­დეგ ამოქ­მედ­დე­ბა, რაც ივა­ნიშ­ვილს საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უწ­ყდე­ბა. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც პოლიტიკაში მოსვლისა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის სურვილის შესახებ განაცხადა. ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სააკაშვილმა 2004 წელს პირადად მიანიჭა.

'იმედს' პატარკაციშვილის ოჯახი იბრუნებს

10/17/2012
Imeds_patharkacishvilis_ojakhi_ibrunebs

'იმედმა' საინფორმაციო გამოშვება 8 საათზე პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებით დაიწყო, სადაც წერია: "ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. "იმედის" ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია".

ახალი პარლამენტი შეიკრიბა

10/21/2012
Akhali_parlamenthi_sheikriba

არჩევნების შემდეგ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა.

ახალი მთავრობა

10/25/2012
Akhali_mtavroba

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა.

რელიგიური დაპირისპირება

10/26/2012 11/30/2012
Religiuri_dapirispireba

თავდაპირველად გურიაში, სოფელ ნიგვზიანში, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ წინწყაროში მართლმადიდებლური აღმსარებლობის ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმ ეკომიგრანტებს რელიგიურ ნიადაგზე დაუპირისპირდა.

პრეზიდენტის ჩაბნელებული სასახლე

11/06/2012
Prezidenthis_chabnelebuli_sasakhle

ახალმა მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საბიუჯეტო დაფინანსება შეუმცირა, რის გამოც ადმინისტრაციამ სასახლის განათების გამორთვის შესახებ განაცხადება გააკეთა.

ახალაია დაკავებულია

11/07/2012
Akhalaia_dakavebulia

ბაჩო ახალია ჯარისკაცთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისათვის დააპატიმრეს. პროკურატურის განცხადებით, მან დანაშაული თავდაცვის მინისტრობისას, 2011 წელს ჩაიდინა.

მასობრივი ამნისტია

11/13/2012 01/13/2013
Masobrivi_amnisthia

'ქარულმა ოცნებამ' წარადგინა ამნისტიის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 3 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდება. კანონპროექტმა ბევრი დაპირისპირება გამოიწვია: ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის ნაადრევი დამტკიცებისგან თავის შეკავება ურჩია, პრეზიდენტმა კი მოგვიანებით მას ვეტო დაადო.

ცვლილებები რუსთავი 2-ში

11/15/2012
Cvlilebebi_rustavi_2shi

კომპანიის 51% ტელეკომპანია 'საქართველოს მფლობელობაში' გადავიდა, მის გენერალურ დირექტორად კი ყოფილი იუსტიციისა და განათლების მინისტრი, ნიკა გვარამია დაინიშნა.

სტურუა თეატრს უბრუნდება

11/30/2012
Sthurua_teathrs_ubrundeba

კულტურის მინისტრმა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ სტურუა დანიშნა. სტურუა თანამდებობიდან 2011 წლის 17 აგვისტოს, 'ქსენოფობიური გამონათქვამების' გამო გაათავისუფლეს, თუმცა თვითონ აღნიშნავს, რომ თეატრიდან მისი დათხოვნა პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდებოდა.

ევროვიზია ჯუნიორი

12/01/2012

FUNKIDS, რომელიც ევროვიზია ჯუნიორზე საქართველოს წარადგენდა, კონკურსის 12 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავიდა. საქართველო პატარების კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს.

ახალი სახალხო დამცველი

12/08/2012
Akhali_sakhalkho_damcveli

პარლამენტმა 82 ხმით 18-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილი დაამტკიცა. მანამე იგი 'ადამიანის უფლებათა ცენტრის' აღმასრულებელი დირექტორი იყო. ნანუაშვილი სახალხო დამცველის პოსტზე კოალიცია 'ქართულმა ოცნებამ' წარადგინა. სახალხო დამცველის კანდიდატურის არჩევას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი დებატები პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორში.

მოლაპარაკებები რუსეთთან

12/14/2012
Molaparakebebi_rusettan

14 დეკემებერს ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ჟენევაში შეხვდა. 2008 წლის ომის შემდეგ ეს რუსეთთან გამართული პირველი ორმხრივი შეხვედრა იყო. მხარეებმა განაცხადეს, რომ დიალოგი გაგრძელდება და მოიცავს ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საქართველოში რუსულ ინვესტიციებსა და ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.

გვარამია და ხეთაგური დააკავეს

12/19/2012
Gvaramia_da_khetaguri_daakaves

კორუფციის ბრალდებით ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური, და ასევე წინა მთავრობის წევრი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს. რამდენიმე დღეში ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი დირექტორი

12/27/2012
Sazogadoebrivi_mautsqkhebelis_akhali_direqthori

სამეთვალყურეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორად ტელეკომპანიის ტექნიკური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი აირჩია. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ჭანტურია შეცვალა, რომელმაც პოსტი მოულოდნელად დატოვა.

პირველი ვეტო პარლამენტში

12/28/2012
Pirveli_vetho_parlamenthshi

პრეზიდენტმა ამნისტიის კანონპროექტს ვეტო დაადო. ეს ქართული პარლამენტის ისტორიაში პირველი ვეტოა. მოგვიანებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

გიორგი კიკაძე ავღანეთში გარდაცვლილი იპოვეს

12/29/2012
Giorgi_kikadze_avghanetshi_gardacvlili_ipoves

10 დღის დაკარგული ქართველი სერჟანტი გიორგი კიკაძე ჰელმანდის პროვინციაში გარდაცვლილი იპოვეს.