საქართველოს დროის ხაზი 2013

01/01/2013
Saqartvelos_drois_khazi_2013

ჯამპსტარტ ჯორჯია აგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების "დროის ხაზის" შექმნას. ვებგვერდზე არსებული "გაგზავნის" ფუნქციის გამოყენებით, მნახველებს შეუძლიათ, დაამატონ ის მოვლენები, რომლებიც, მათი აზრით, „დროის ხაზში“ უნდა ყოფილიყო. ჯამპსტარტ ჯორჯია განიხილავს შემოთავაზებებს და შესაფერის მოვლენას საიტზე დაამატებს.

ამნისტიის კანონპროექტი

01/12/2013
Amnisthiis_kanonproeqthi

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს, რომლის თანახმადაც ციხეს ათასობით პატიმარი დატოვებს.

მძღოლების გაფიცვა

01/23/2013 01/31/2013
Mdzgholebis_gaficva

თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები ერთი კვირით გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და გათავისუფლებული მძღოლების სამსახურში დაბრუნებას ითხოვდნენ. "თბილისის მიკროავტობუსთან" მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლებმა მუშაობა განაახლეს.

პატრიარქისა და პუტინის შეხვედრა

01/25/2013
Pathriarqisa_da_puthinis_shekhvedra

23 იანვარს, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის, კირილის თანდასწრებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
"მინდა გადმოგცეთ საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დიდი მოკითხვა, “ - უთხრა პატრიარქმა პუტინს და დასძინა, რომ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

პარლამენტი პრეზიდენტს არ მოუსმენს

02/07/2013
Parlamenthi_prezidenths_ar_mousmens

7 თებერვალს დაგეგმილი პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით გადაიდო. ეს ფაქტი უკავშირდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება-არდამტკიცებას, რამაც მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა შეზღუდოს..

ძალადობა საჯარო ბიბლიოთეკასთან

02/08/2013
Dzaladoba_sajaro_bibliotekastan

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უარი განაცხადა პრეზიდენტის მოსმენაზე, სააკაშვილმა გადაწყვიტა პარლამენტისადმი მიმართვა ეროვნული ბიბლიოთეკიდან გაეკეთებინა. თუმცა ბიბლიოთეკის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ . პრეზიდენტი იძულებული გახდა, მიმართვა პრეზიდენტის რეზიდენციიდან გაეკეთებინა.

ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მოლაპარაკებები

02/10/2013
Nacionaluri_modzraobisa_da_qartuli_ocnebis_molaparakebebi

პრეზიდენტის რეზიდენციაში სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო.

დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ

02/11/2013

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განხორციელებულ ძალადობას თავის ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ურთიერთპატივისცემა დემოკრატიის გასაღებია."

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკითხვა

02/12/2013
Merabishvilis_da_tchiaberashvilis_dakitkhva

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაიკითხნენ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

გიგი უგულავას ბრალი წარედგინა

02/23/2013
Gigi_ugulavas_brali_tsaredgina

დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

ივანიშვილი მილიარდერების სიაში

03/05/2013
Ivanishvili_miliarderebis_siashi

საქართველოს პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 229–ე ადგილი უკავია. მისი ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ივანიშვილის ქონება შარშანდელ ანალოგიურ რეიტინგში 6.4 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შუეჩერდა

03/12/2013
Agrarul_universitheths_avthorizacia_shuecherda

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი.

პატიმრები გათავისუფლდნენ

03/14/2013
Pathimrebi_gatavisufldnen

ამნისტიის კანონის თანახმად, 14 მარტის მდგომარეობით, ციხე 8 339 პატიმარმა დატოვა.

საკონსტიტუციო ცვლილებები

03/25/2013
Sakonsthithucio_cvlilebebi

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 114 ხმით დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებას, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეცვალოს მთავრობა.

აგრუნის ავტორიზაცია დაუბრუნდა

03/27/2013
Agrunis_avthorizacia_daubrunda

განათლების ხარისხის მართვის ცენტრში გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია დაუბრუნდა.

PayPal საქართველოში

04/11/2013
Paypal_saqartveloshi

ონლაინ ანგარიშწორების სისტემა PayPal-ი, რომლის მფლობელიც eBay Inc–ია, საქართველოშიც ამოქმედდა. კომპანიის განცხადებით, საქართველოში PayPal–ის სერვისის გაშვება ინტერნეტისა და ელექტრონული ვაჭრობის ზრდის ტენდენციის ფონზე ხდება.

„ბორჯომი“რუსეთში

04/12/2013
Borjomirusetshi

ქართულმა მინერალურმა წყალმა რუსულ ბაზარზე დაბრუნების ნებართვა მიიღო.

პრეზიდენტის ხარჯები

04/17/2013
Prezidenthis_kharjebi

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირინა იმერლიშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც, მისი განცხადებით, ჩანს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრებს უკანონოდ ხარჯავდა.

ნაცმოძრაობის აქცია

04/19/2013
Nacmodzraobis_aqcia

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. პარტიის ლიდერთა განცხადებით, ქვეყნის გადასარჩენად ახალი ეროვნული მოძრაობა იწყება. აქციას 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

შუალედური არჩევნები

04/27/2013
Shualeduri_archevnebi

თბილისში ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის ოლქებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ქართული ოცნების წარმომადგენლება გაიარჯვეს.

სოჭის ოლიმპიადა

05/02/2013
Sotchis_olimpiada

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას.

კირვალიძე გადადგა

05/02/2013
Kirvalidze_gadadga

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა, სანამ არ დასრულდება გამოძიება სამინისტროს თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც 2.5 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

აბორტის აკრძალვა

05/07/2013
Aborthis_akrdzalva

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს ხელისუფლებას აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდა, რათა ეს ქვეყანაში არსებულ „მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას“ დაეხმაროს.

აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ

05/10/2013
Aqcia_homofobiis_tsinaaghmdeg

არასამთავრობო ორგანიზაციებმა "იდენტობამ" და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთაველზე მდუმარე აქციისა და ფლეშმობის გამართვა დააანონსეს.

მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

05/11/2013
Margvelashvili_prezidenthobis_kandidathia

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.

აქციის კონტრაქცია

05/13/2013
Aqciis_konthraqcia

არასამთავრობო ორგანიზაციამ „დაიცავი ზნეობა" განაცხადა, რომ "იდენტობის" მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიტინგს პარალელური აქციით გააპროტესტებს. აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდებიან.

ავღანეთის მსხვერპლი

05/14/2013
Avghanetis_mskhverpli

ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტისა და მეამბოხეთა ჯგუფის იერიშის შედეგად სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

17 მაისი

05/17/2013
17_maisi

ანტიჰომოფობიური აქციის დაწყებამდე პოლიციამ ვერ შეძლო მართლმადიდებელი აქტივისტების შეჩერება, რომელთაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეებს თავს დაესხნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეები შემთხვევის ადგილს ავტობუსით გაარიდა. დაშავდა 28 ადამიანი.

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავება

05/21/2013
Merabishvili_da_tchiaberashvili_dakaveba

ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვში. იმავეს ედავებიან მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს. მერაბიშვილს, ასევე, 2009 წლის მაისში კვარიათში შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი აგარაკის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაკავებაში ედება ბრალი. მოგვიანებით მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ჭიაბერაშვილი კი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ძალადობისთვის დაკავებულები

05/21/2013
Dzaladobistvis_dakavebulebi

17 მაისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. მოგვიანებით ისინი 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

სამოქალაქო და სასულიერო პირებს ბრალი წაეყენათ

05/23/2013
Samoqalaqo_da_sasuliero_pirebs_brali_tsaeqkhenat

ორ სასულიერო და ორ სამოქალაქო პირს 17 მაისს მომხდარ ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით წაეყენა ბრალი მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე.

აქცია „არა თეოკრატიას“

05/24/2013
Aqcia_ara_teokrathias

დედაენის ბაღში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ლოზუნგით „არა თეოკრატიას“, რათა პროტესტი გამოეთქვათ ძალადობის და, როგორც ისინი მიიჩნევენ, სახელმწიფოზე გავლენის მოსაპოვებლად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მცდელობების წინააღმდეგ.

26 მაისი

05/26/2013
26_maisi

დამოუკიდებლობის დღემ აღლუმის გარეშე ჩაიარა, თუმცა სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოიფინა და მოქალეებს მათი დათვალიერება და საკუთარ თავზე მორგება შეეძლოთ.

საზღვრის გადმოწევა

05/27/2013
Sazghvris_gadmotseva

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს.

მერაბიშვილის ახალი ბრალდება

05/28/2013
Merabishvilis_akhali_braldeba

ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქციის დროს მომიტინგეების დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის ბრალი დაუმძიმდა.

კალაძის ბოლო მატჩი

05/31/2013
Kaladzis_bolo_mathchi

დინამოს სტადიონზე კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა - კალაძის მეგობრების გუნდს მილნის გუნდი დაუპირისპირდა.

ავღანეთის მსხვერპლი

06/06/2013
Avghanetis_mskhverpli

7 ქართველი სამხედრო დაიღუპა და 9 დაიჭრა ჰელმანდის პროვინციაში თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ქართულ ბაზასთან სატვირთო მანქანა ააფეთქა.

უნივერსიტეტის რეფორმა

06/14/2013
Universithethis_reforma

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრის წარდგინებით დანიშნავს.

ციხის სკანდალი

06/15/2013
Cikhis_skandali

სხვადასხვა ტიპის სასჯელი შეეფარდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 16 ყოფილ თანამშრომელს. ერთერთი დაკავებული, ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, გაათავისუფლეს.

სამეგრელოს სამალავი

06/17/2013
Samegrelos_samalavi

სამალავში აღმოჩენილია დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები და ადამიანების წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოფირები, რომლებიც მოგვიანებით მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აჩვენეს.

ეჭვმიტანილების დაკავება

06/21/2013
Etchvmithanilebis_dakaveba

წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოფირებთან დაკავშირებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გირგვლიანის საქმე

06/24/2013
Girgvlianis_saqme

ვანო მერაბიშილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალი დაუმძიმდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013

06/27/2013
Ertiani_erovnuli_gamocdebi_2013

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები. წელს გამოცდებზე დარეგისტრირდა რეკორდულად ბევრი, 42 ათასამდე აბიტურიენტი.

ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიზი

06/30/2013
Nacionaluri_modzraobis_praimerizi

საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით ატარებს პრაიმერიზს, რომელშიც 4 კანდიდატი მონაწილეობს: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის დელეგატებს შორის ჩატარებულ პრაიმერიზში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.